სამუშაო ვიზიტი ლუბლიანას უნივერსიტეტში (სლოვენია). (RU)
2022 წლის 22 – 26 აგვისტოს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი პროფესორი გიორგი გაბედავა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნათია მიქელთაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ლუბლიანას უნივერსიტეტში (სლოვენია).
ვიზიტი, საერთაშორისო კვლევითი პროექტის „მეზღვაურთა გამოყენებითი ფსიქოლოგია“, რომელიც დაფინანსებულია საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ და ხორციელდება ბნსუ-ს მიერ ფარგლებში დაიგეგმა. პროექტში ბნსუ-ს წარმომადგენლებთან ერთად ჩართულია ბნსუ-ს პარტნიორი სასწავლო დაწესებულებების: დალიანის საზღვაო უნივერსიტეტის (ჩინეთი) და ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) წარმომადგენლები.
დღევანდელი სამუშაო შეხვედრა ლუბლიანას უნივერსიტეტის ხელოვენბის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტში გაიმართა, სადაც სტუმრებს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მატიჯა სვეტინამ უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი კვლევითი პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევის შუალედური შედეგების შეჯამებაა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმება პროექტის გეგმის შესაბამისად გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების ვადები და პირობები.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა ლუბლიანას უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის წარმომადგენლებთან.
