სამუშაო ვიზიტი რუმინეთის საზღვაო აკადემიაში (RU)
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - მზევინარ ძირკვაძე, საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის ხარისხის მთავარი სპეციალისტი - ეკატერინე ჩიქოვანი და მოწვეული სპეციალისტი ნინო დოლიძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთის საზღვაო აკადემიაში იმყოფებიან.
ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ის 2023 წლის 24 აპრილს დაიწყო და 28 აპრილს დასრულდება.
ბნსუ-ს წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრები გამართეს აკადემიის, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან და საზღვო საწვრთვნელი ცენტრის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასასრულს ბნსუ-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერა მასპინძელი უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ვიზიტის მიზანია, აკადემიის სტუდენტებთან ლექციების ჩატარება და გამოცდილების გაზიარება. შესაბამისად ვიზტის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებისთვის ჩატარდება ლექციები და ბნსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაიზიარებენ უცხოელი კოლეგების პრაქტიკას შესაბამის დეპატრამენტებში.
