სამუშაო ვიზიტი რუმინეთის საზღვაო აკადემიაში (RU)
1 მაისი 2024
2024 წლის 22-26 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებლები, ნინო ძნელაძე და ლანა ბერიძე, რუმინეთის საზღვაო აკადემიაში (Academia Navala "Mircea cel Batran") გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მასწავლებლებმა მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციები ჩაუტარეს.
ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ბნსუ წლებია რუმინეთის საზღვაო აკადემიის (Academia Navala "Mircea cel Batran") პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამას ახორციელებს.
