სამუშაო ვიზიტი ვროცლავის უნივერსიტეტში (RU)
25 მაისი 2024
2024 წლის 20–24 მაისს, ბნსუ-ს სტუდენტური სერვისების სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო კორინთელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი, ირმა ტუნაძე, ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის (Training Purpose) ფარგლებში, ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტში (პოლონეთი) იმყოფებოდნენ.
ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამას ახორციელებს.
