სიახლეები (RU) Back

სამუშაო ვიზიტით ლიეტუას საზღვაო აკადემიში (RU)

31 ივლისი 2023
2023 წლის 26 – 30 ინვისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო მიმართულებით - ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა სამუშაო ვიზიტით ლიეტუას საზღვაო აკადემიში იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რექტორის მოადგილე მონაწილეობდა ლიეტუას საზღვაო აკადემიის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია. გიორგი გაბედავამ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ბნსუ-სა და ლიეტუას საზღვაო აკადემიას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას: „გილოცავთ ლიეტუვას საზღვაო აკადემიის მთელ თანასაზოგადეობას ამ მნიშვნელოვან დღეს! 75 წელი არ არის მხოლოდ ციფრები, ეს წლები საუბრობს დაგროვილ უზარმაზარ გამოცდილებაზე და იმ ცოდნის გაზიარებაზე, რომელსაც თქვენ, თქვენ გუნდთან ერთად ქმნით და უზიარებთ მომავალ თაობებს მდგრადი საზღვაო ინდუსტრიის უზრუნველსაყოფად. მსურს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სახელით მოგილოცოთ იუბილე და გისურვოთ შინაარსიანი შრომა, ბევრი სტუდენტი და კურსდამთავრებული. ბნსუ ამაყია თქვენთან თანამშრომლობით და ჩვენ ამას გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ უფრო მეტი საერთო საქმის კეთებით“ - განაცხადა რექტორის მეორე მოადგილემ. ღონისძიება ERASMUS+ პროგრამის დაფინანსებით დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობდა საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საზღვაო ძალების ორკესტრმა კლაიპედას საკონცერტო დარბაზში შეკრებილ სტუმრებს განსაკუთრებული სადღესასწაულო ატმოსფერო შეუქმნა.