შეხვედრა-დისკუსია „ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევების ხელშემწყობი” (RU)
7 ივნისი 2023
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი დაესწრო ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას.
შეხვედრა-დისკუსია სახელწოდებით, „ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევების ხელშემწყობი” 29 მაისს გაიმართა.
შეხვედრა წარმოადგენდა ამა წლის 27-28 აპრილს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიების -“ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი“- შედეგების განხილვას და წარმოაჩენდა ბიბლიოთეკების როლს სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში.
