შეხვედრა ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში (RU)
20 აპრილი 2023
2023 წლის 18 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილემ საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ და ISO ხარისხის მენეჯერმა ოთარ ცინცაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა დუბროვნიკის უნივერსიტეტის (ხორვატია) საზღვაო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და გემის მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.
მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. ასევე, დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის გზები, სტუდენტების და პერსონალის გაცვლის შესაძლებლობები.
შეხვედრა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
