სიახლეები (RU) Back

შეხვედრა ლევან ქარჩავასთან (RU)

30 აპრილი 2024

2024 წლის 24 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა შორეული ნაოსნობის უფროს მექანიკოსთან, “გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის” ხელმძღვანელთან, ლევან ქარჩავასთან. 

ბატონმა ლევანმა დარგის მიღწევებსა და პროფესიულ ზრდაზე ისაუბრა, ახალგაზრდებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და პროფესიული განვითარებისთვის რჩევები მისცა.

ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდა ბნსუ-ს მოწვეული სპეციალისტი, შორეული ნაოსნობის მეორე მექანიკოსი ილია გურგენაძე, რომელმაც დარგში თანამედროვე მიღწევებზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები, დეპარტამენტის პროფესიული განათლების მასწავლებლები, თანამშრომლები და ბნსუ-ს კანცლერის მოადგილე ელიდა ხვედელიძე ესწრებოდნენ.   შეხვედრას ბნსუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი, გიული ბერიძე ხელმძღვანელობდა.