შეხვედრა ნიუ-იორკის ვესტპოინტის სამხედრო აკადემიის სტუდენტებთან (RU)
16 ივნისი 2023
2023 წლის 15 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ამერიკელ სამხედრო კადეტებს შეხვდნენ.
შეხვედრა ბათუმის ტექნოპარკში გაიმართა და მას ბათუმში არსებული სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები დაესწრნენ.
ნიუ-იორკის ვესტპოინტის სამხედრო აკადემიის სტუდენტებმა გაცნობითი ხასიათის შეხევდრა გამართეს. საუბარი შეეხებოდა სამხედრო განათლებას.
ამერიკელი კადეტები საქართველოში გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან. ისინი ორ კვირაზე მეტია შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა ქალაქში. ეცნობიან ადგილობრივ კულტურას და გარემოს.
ბათუმელი და ამერიკელი სტუდენტების შეხვედრის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.
შეხვედრა ნიუ-იორკის ვესტპოინტის სამხედრო აკადემიის სტუდენტებთან
