სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ბნსუ-ში (RU)
11 აპრილი 2024
2024 წლის 8-12 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ლევენტ კირვალი სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა შეხვედრა გამართა ბნსუ-ს რექტორის მოადგილესთან აკადემიური მიმართულებით, გიორგი გაბედავასთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის-კანცლერის მოადგილესთან, ელიდა ხვედელიძესთან.
პროფესორი ლევენტი ბნსუ-ს სტუდენტებს მთელი კვირის განმავლობაში ლექციებს ჩაუტარებს.ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტმობილობის ფარგლებში ხორციელდება.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი დაწესებულებაა, რომელთანაც პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ხორციელდება.
