სტუდენტთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (RU)
21 მაისი 2023
2023 წლის 18 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა სტუდენტთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციის სამუშაო მიმართულებები იყო: საზღვაო მეცნიერებები, ლოგისტიკა, ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება.
სექციების მუშაობა წარიმართა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოსა და უცხოეთის 20 უნივერსიტეტის პროფესიული განათლების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 51 სტუდენტმა მიიღო.
