სტუდენტური თვითმმართველობების ვიზიტი ბნსუ-ში (RU)
2024 წლის 16 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
სტუმრები გაეცნენ უნივერსიტეტს და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
ბნსუს-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა თვითმმართველობის საქმიანობასა და არსებულ შემეცნებით-შემოქმედებით კლუბებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, სამი უნივერსიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
