სიახლეები (RU) Back

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2024 (RU)

3 აპრილი 2024

2024 წლის 2 აპრილს ბნსუ-ს  სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

არჩევნებში ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო და ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტების და პროფესიული დეპარტამენტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. 

არჩეულმა კანდიდატებმა თვითმმართველობის თავმჯდომარედ საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის, საზღვაო ნავიგაციის სპეციალობის II კურსის სტუდენტი, გიორგი ღოღობერიძე აირჩიეს.   

თვითმმართველობის წევრები და თვითმმართველობის თავმჯდომარე  2 წლის ვადით ირჩევა.