სტუდენტური თვითმმართველობის შეხვედრა ბათუმის დრამატული თეატრთან (RU)
12 აპრილი 2024
2024 წლის 11 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, აჭარის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად, ბათუმის დრამატული თეატრის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ბათუმის დრამატულ თეატრსა და უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას.შეხვედრის ფარგლებში სტუდენტური ინიციატივები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბნსუ-ს სტუდენტთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას და კიდევ უფრო გაზრდის მათ ჩართულობას რეგიონის კულტურულ და თეატრალურ სფეროებში.
