სიახლეები (RU) Back

წლის აქტიური მკითხველის " დაჯილდოების ღონისძიება (RU)

28 დეკემბერი 2023
2023 წლის 26 დეკემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა "წლის აქტიური მკითხველის " დაჯილდოების ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს აქტიური მკითხველები, რომლებიც დააჯილდოვეს სიგელებით და სამახსოვრე წიგნებით. სიგელები და სამახსოვრე წიგნები გადაეცათ შემდეგ მკითხველებს: 1. ნატალია ჭყონია - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორი, პროფესორი; 2. ნანა ხალვაში - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული დეპარტამენტის მასწავლებელი. სტუდენტები/ პროფესიული სტუდენტები: 1. სულიკო გიორგაძე; 2. გიორგი შაინიძე; 3. გიორგი ჩიხაძე; 4. ნია მსხალაძე; 5. ემილი იბრაგიმოვი; 6. ლუკა ფუტკარაძე; 7. ლუკა მიმინოშვილი; 8. დავით ქიმაძე. შეგროვდა მკითხველების სურვილები, რომლებიც ფერად ქაღალდებზე დაიწერა ანონიმურად. ღონისძიება გაიმართა ბნსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით. მსგავსი ტიპის ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი ექნება.