სიახლეები (RU) Back

უნივერსიტეტების რეიტინგი (RU)

15 სექტემბერი 2023

ვებომეტრიქსის მსოფლიო უნივერსიტეტების 2023 წლის რეიტინგის მიხედვით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გასულ წელთან შედარებით 10 პოზიციით დაწინაურდა და საქართველოს უნივერისტეტებს შორის 29-ე ადგილს იკავებს.

ორგანიზაცია იკვლევს უნივერსიტეტების ღიაობას, სამეცნიერო წარმატებასა და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები ითვალისწინებს უნივერსიტეტის აკადემიური პუბლიკაციების ციტირების დონეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. „ვებომეტრიქსი“ მოიცავს 31 000 - მდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე:

https://shorturl.at/flKU6