ვიზიტი ჩინეთის საზღვაო ტრანსპორტის საინჟინრო კოლეჯში (RU)
28 მაისი 2024
2024 წლის 28 მაისს, ბნსუ-ს რექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით - ასოცირებული პროფესორი, გიორგი გაბედავა, ჩინეთში საზღვაო ტრანსპორტის საინჟინრო კოლეჯს ეწვია და კოლეჯის დეკანთან და დეკანის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, რექტორის მოადგილემ მასპინძელ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ბნსუ-ს შესახებ, ისაუბრა უნივერსიტეტის განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
