ვიზიტი სტამბულის აიდინის უნივერსიტეტში (RU)
მიმდინარე წლის 26-29 ივნისს ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ქეთევან გოლეთიანი და კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ბადრი გეჩბაია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სტამბულის აიდინის უნივერსიტეტში.
გაიმართა გაცნობითი შეხვედრა რომელსაც ესწრებოდნენ აიდინის უნივერსიტეტის ვიცე- რექტორი პროფესორი ზაფერ ასლანი, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და ორგანიზაციის ფაკულტეტის პროფესორი სალიჰ გუნეი და პროფესორი ჰაირეთთინ გულბინი, საერთაშორისო მოკლევადიანი პროგრამების კოორდინატორი გურკან დონატი, Erasmus+International ოფისის ხელმძღვანელი მარიანა ასტეფანოა, Eurasian Universities Union-ს წარმომადგენელი რაბია ნასემი.
ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო გარე შეფასებისათვის ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტზე მომზადებული საბაკალავრო (მენეჯმენტი) და სამაგისტრო (ადამიანური რესურსების მართვა) პროგრამების პროექტის წარდგენა.
ფაკულტეტის დეკანმა და პროგრამების ხელმძღვანელმა ქეთევან გოლეთიანმა დარგის სპეციალისტებს წარუდგინა აღნიშნული პროგრამების პროექტი.
თურქმა კოლეგებმა მაღალი შეფასება მისცეს წარდგენილ პროგრამებს.
ასევე დაისახა სამომავლო გეგმები გაცვლითი პროგრამების შემუშავების თაობაზე.
