სიახლეები (RU) Back

ვიზიტით რელიგიის მუზეუმში (RU)

16 თებერვალი 2024
2024 წლის 16 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიზიტით იმყოფებოდნენ რელიგიის მუზეუმში. ღონისძიება გახსნა სსიპ აჭარის მუზეუმის გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ, რომელმაც გაერთიანების მიზნებსა და უპირატესობებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს საჯარო ლექცია სახელწოდებით “გზა მრავალრელიგიური პორტო - ფრანკოდან ევროპაში". პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა - თუ როგორ გახდა, როგორ განვითარდა და რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა “პორტო-ფრანკო” ანუ თავისუფალი პორტი ქალაქის განვითარებისთვის. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტო გამოფენა „ძველი ბათუმი“