სათაური: თანამედროვე მეწარმეობა და თანამედროვე ბიზნესი
ავტორები: ნოდარი ბლიაძე, ეკატერინე ჩიქოვანი, ზვიად იაკობიძე, ლაშა გადილია, ლაშა შარაშიძე
გამოცემის წელი: 2025
სახელმძღვანელო თანამედროვე მეწარმეობა და თანამედროვე ბიზნესი მომზადდა უცხოეთში არსებული თანამედროვე სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენების საფუძველზე, მასში შესაბამისი თანმიმდევრობითაა
განხილული ისეთი საკითხები, რომლებსაც დღეისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია მრეწველობის, ბიზნესის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლზე, ახალ მიმართულებებზე და
სხვა საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ თანამედროვე საწარმოს საქმიანობის ეფექტურობას. სახელმძღვანელო შესრულებულია ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის აკადემიურ დეპარტამენტში, შეესაბამება საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსს. განკუთვნილია ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
სახელმძღვანელო სათანადო დახმარებას გაუწევს ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. ასევე დაეხმარება მეწარმეებს, ბიზნესმენებს და ამ დარგით დაინტერესებულ ნებისმიერ პრაქტიკოს სპეციალისტებს.
