გიორგი მაღნარაძე (RU)

გიორგი მაღნარაძე - 22 წლის;

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი;

ბაკალავრი, საგანმანათლებლო პროგრამა: საზღვაო ნავიგაცია;

გიორგი შორეულ ნაოსნობაში 21 მარტს გაემგზავრა. იგი რამდენიმე სტუდენტთან ერთად, უცხოელმა გემთფლობელმა კომპანიამ, გასაუბრების საფუძველზე შეარჩია.

გიორგი ახლა სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ გემზე “CHARLOTTE SHULTE”-ზე დასაქმებული.

გერმანულმა კომპანია, "Bernhard Shulte Ship Management”-მა გასაუბრება გასული წლის აგვისტოში ჩაატარა.

გიორგი მაღნარაძე: „მეზღვაურობა ის პროფესიაა, რომელიც დიდ შრომას და დიდ სიყვარულს საჭიროებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციაზე ხართ: ხართ კაპიტანი, მექანიკოსი თუ მოტორისტი, გემზე ყველა საქმე და გადაწყვეტილება ერთნაირად საპასუხისმგებლოა“