საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან (RU)
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნიდან 75 წლის აღსანიშნავად ბათუმში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხევდრები გაიმართება. შეხვედრებზე ალიანსის პრინციპების, დაარსების, გაფართოებების, ფუნქციონირების, მიზნების და ამოცანების საკითხებთან ერთად საუბარი შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, არსებული თანამშრომლობის საკითხებს და ამ პროცესში არსებულ შედეგებსა და გამოწვევებს. თარიღთან დაკავშირებით, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან რამდენიმე საინფორმაცო შეხვედრის და დისკუსიის ორგანიზება მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკის, შესაძლებლობების, გამოწვევების და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას.
შეხვედრებს წარუძღვება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი.
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სისტემატურად ატარებს სამიზნე ჯგუფების სპეციფიკაზე მორგებულ საინფორმაციო კამპანიებს, საჯარო ღონისძიებებს, სემინარებს, საინფორმაციო შეხვედრებს, ღია დისკუსიებსა და შემეცნებით აქტივობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ადგილობრივი ახალგაზრდები და განათლების სფეროში დასაქმებული პირები, საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ. აღნიშნულ სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციის ძირითადი მიზანია მათი ცოდნის გაღრმავება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, მიმდინარე პროცესების, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ, ასევე, მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა ინტეგრაციულ პროცესებში.
საკონტაქტო: +(995) 5 77 204344 Igabinashvili@mfa.gov.ge ირმა გაბინაშვილი- საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში.
