ანონსები უკან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

2 აპრილი 2024

4 აპრილს, 14:00 სთ-ზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნიდან 75 წლის აღსანიშნავად, ბნსუ-ს სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა  და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივით ტარდება. 

შეხვედრაზე ალიანსის პრინციპების, დაარსების, გაფართოებების, ფუნქციონირების, მიზნების და ამოცანების საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხება ნატო საქართველოს ურთიერთობებს, არსებული თანამშრომლობის საკითხებს და ამ პროცესში არსებულ  შედეგებსა და გამოწვევებს. საინფორმაცო შეხვედრა და დისკუსია მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკის, შესაძლებლობების, გამოწვევების და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას.

შეხვედრებს წარუძღვება  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი.