ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის (ბნუ) საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამები გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას საფუძვლიანად შეისწავლოთ საზღვაო და ლოგისტიკის პროფესიები.
საბაკალავრო პროგრამები შემუშავებულია თანამედროვე აკადემიური სტანდარტებისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოთხოვნათა სრული დაცვით.
სასწავლო პროცესში ფუნდამენტური თეორიული ცოდნა ინტეგრირებულია ინტენსიურ პრაქტიკულ მომზადებასთან, რაც ხორციელდება უახლესი თაობის სიმულატორებისა და ლაბორატორიების ბაზაზე. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ჩვენი კურსდამთავრებულების მაღალ კონკურენტუნარიანობასა და გარანტირებულ დასაქმებას გლობალურ შრომის ბაზარზე.
ჩვენი საზღვაო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები იხილეთ ქვემოთ:
