მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესების გათვალისწინებით და საზღვაო დარგში მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია საზღვაო სფეროს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ დაწესებული ნორმების, ეროვნული კანონმდებლობის და საგანმანათლებლო სტანდარტის გათვალისწინებით საზღვაო დარგის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების, მათ შორის გემის ნავიგატორების მომზადებას.
ბნუ გთავაზობთ საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას ინგლისურ ენაზე. სექტორის გლობალური ხასიათისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს არის პროფესიის დაუფლების უნიკალური შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს უპირატესობას შრომით ბაზარზე.
პროგრამის მიზანი
საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მომზადდეს საერთაშორისო/ადგილობრივ საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი და STCW კონვენციის რეგლამენტებით დადგენილი კომპეტენციებით აღჭურვილი კონკურენტუნარიანი, პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი (გემის ნავიგატორი) რომელსაც ექნება:
- პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი STCW კონვენციის რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისი თეორიული ცოდნა და გემის ნავიგატორის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების პრაქტიკული უნარები, პროფესიის და შესასრულებელი ვალდებულებების სპეციფიკის გაცნობიერების, პრობლემის შეფასება-ანალიზის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების, ოპერატიულად და დადგენილი სტანდარტების/წესების შესაბამისად მოქმედების უნარები, ასევე სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებაზე და გემზე მყოფ ადამიანებზე პასუხისმგებლობა;
- დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით სიტუაციის/ინფორმაციის/მონაცემების შეფასება-ანალიზი შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, ტექნიკური, ისე პროფესიული, სოციალური ან/და ეთიკური პრობლემების გამომწვევი მიზეზების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების და შესაძლო რისკების იდენტიფიცირების, კომპლექსური, რთული/გაუთვალისწინებელი პრობლემების შეფასება-ანალიზის, გადაჭრის სწორი გზის არჩევის და დასაბუთების, გუნდში მუშაობის, სწორი კომუნიკაციის და ქცევის მოდელის შერჩევის, სამუშაოს შესრულებისთვის შესაბამისი ტექნიკური/ტექნოლოგიური რესურსების, მათ შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამების შერჩევისა და გამოყენების უნარები;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების მოტივაცია და თვითგანვითარების უნარი;
- საზღვაო სფეროს და მულტიკულტურული გუნდის ეთიკური თავისებურებების გაცნიბიერების და დაცვის უნარი;
- უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე (მაგისტრატურაში) სწავლის გაგრძელების, საზოგადოებრივ თუ პროფესიულ საქმიანობაში თავისი შესაძლებლობების რეალიზების და კარირული წინსვლის შესაძლებლობა.
პროგრამის სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება
- კურსდამთავრებული განმარტავს საზღვაო ნავიგაციასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, ტერმინოლოგიას, ტექნიკას, სანავიგაციო დამხმარე საშუალებების, სიმბოლოების და სქემების მნიშვნელობას უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფისთვის.
- აღწერს საერთაშორისო საზღვაო კონვენციებს, რეგულაციებს და უსაფრთხოების პროცედურებს, რომლებიც არეგულირებენ საზღვაო ოპერაციებს, გემის მფლობელის, ეკიპაჟისა და მგზავრების უფლებებსა და პასუხისმგებლობებს, მათ შორის, გემების შეჯახების თავიდან აცილება, სანავიგაციო შუქები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროტოკოლები, გარემოს დაცვა და სხვა.
უნარები
- აანალიზებს სანავიგაციო მონაცემებს, გარემო ფაქტორებს, გემის მდგრადობის მახასიათებლებს, ტვირთის განთავსებისა და მართვის პრინციპებს, გემის ტექნიკური მდგომარეობისა და ტექნიკური მომსახურების ძირითად ასპექტებს, გემის ტექნიკურ მახასიათებლებსა და მარეგულირებელ მოთხოვნებს პოტენციური საფრთხის გამოსავლენად და რეისის დაგეგმვის შესახებ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
- ქმნის რეისის გეგმას ციური ნავიგაციის, ელექტრონული სანავიგაციო სისტემების და მეტეოროლოგიის ცოდნის ინტეგრირებით.
- კომპლექსურად აფასებს ნავიგაციის სტრატეგიების ეფექტურობას გემის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და საზღვაო რეგულაციების დაცვის უზრუნველსაყოფად.
- ამყარებს ეფექტიან კომუნიკაციას (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სტანდარტული სასაუბრო ფრაზების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით სანავიგაციო საკითხებთან დაკავშირებით ეკიპაჟის წევრებთან, ნავსადგურებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან უსაფრთხო ნავიგაციისა და ეფექტური ოპერაციების უზრუნველსაყოფად.
- იყენებს სამძებრო-სამაშველო პროცედურებს როგორც ზღვაზე საგანგებო სიტუაციებში, ასევე ხანძრის ჩაქრობის, სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევების, დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის მიზნით.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
- სამუშაო გარემოში, შექმნილ გაუთვალისწინებელ პირობებში, სანავიგაციო გამოწვევებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის ტვირთის არასწორი განთავსებით ან გადანაწილებით გამოწვეული რისკების შეფასების შედეგად, მოქმედებს გემის ტექნიკური მომსახურებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურებისა და რესურსების გამოყენებით, იღებს პასუხისმგებლობას მიღებულ გადაწყვეტილებაზე და განხორციელებულ ქმედებებზე.
- პროფესიულ საქმიანობაში და საზღვაო ოპერაციებისას კოლეგებთან მუშაობის პროცესში იყენებს ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარებს და მოქმედებს ეთიკური და სოციალური ნორმების დაცვით, მულტიკულტურული გუნდის/ეკიპაჟის ეთნიკური, კულტურული, სოციალური და სხვ. ღირებულებებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.
- ითვალისწინებს ინოვაციების მნიშვნელობას წარმატებული პროფესიული საქმინობისა და კარიერული წინსვლისთვის და ავლენს დამოუკიდებლად ცოდნის განახლებისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარების უნარს.
დასაქმების სფერო
STCW კონვენციისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გემის ნავიგატორის სერტიფიცირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და გემზე მუშაობის აღიარებული სტაჟის და სათანადო მომზადების საფუძველზე პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ეტაპობრივად მოიპოვოს საოკეანო-სავაჭრო გემის სამეთაურო შემადგენლობის გემის ნავიგატორის მორიგი წოდება და დაიკავოს თანამდებობა გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწიდან დაწყებული გემის კაპიტნის ჩათვლით. პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საზღვაო სავაჭრო, სამგზავრო, თევზსაჭერ, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის და სხვ. გემებზე დამხმარე, ექსპლუატაციისა და მართვის დონეებზე.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საზღვაო ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებულ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში - საერთაშორისო სანაოსნო და საკრუინგო კომპანიებში, გემთსარემონტო და სხვა სარემონტო საწარმოებში, საზღვაო ნავსადგურებში, მექანიკურ საამქროებში.
ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1400104
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: საზღვაოსნო მეცნიერების ბაკალავრი
პროფესია: გემის ნავიგატორი
პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი (ECTS)
პროგრამის ხელმძღვანელი: გიორგი გაბედავა, პროფესორი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა (ინგ.); მათემატიკა, გეოგრაფია ან ფიზიკა
