მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესების გათვალისწინებით და საზღვაო დარგში მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია საზღვაო სფეროს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ დაწესებული ნორმების, ეროვნული კანონმდებლობის და საგანმანათლებლო სტანდარტის გათვალისწინებით საზღვაო დარგის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების, მათ შორის გემის ინჟინერ-მექანიკოსების მომზადებას.
პროგრამის მიზანი
გემის მექანიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მომზადდეს საერთაშორისო/ადგილობრივ საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი და STCWკონვენციის რეგლამენტებით დადგენილი კომპეტენციებით აღჭურვილი კონკურენტუნარიანი, პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტის (გემის ინჟინერ-მექანიკოსის) მომზადება, რომელსაც ექნება:
- პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი STCW კონვენციის რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისი თეორიული ცოდნა და გემის ინჟინერ-მექანიკოსის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების პრაქტიკული უნარები, პროფესიის და შესასრულებელი ვალდებულებების სპეციფიკის გაცნობიერების, პრობლემის შეფასებაანალიზის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების, ოპერატიულად და დადგენილი სტანდარტების/წესების შესაბამისად მოქმედების უნარები, ასევე სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებაზე და გემზე მყოფ ადამიანებზე პასუხისმგებლობა;
- დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით სიტუაციის/ინფორმაციის/ მონაცემების შეფასება-ანალიზის, შესაბამისი მეთოდების გამოყენების, ტექნიკური, პროფესიული, სოციალური ან/და ეთიკური პრობლემების გამომწვევი მიზეზების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების და შესაძლო რისკების იდენტიფიცირების, კომპლექსური, რთული/გაუთვალისწინებელი პრობლემების შეფასება-ანალიზის, გადაჭრის სწორი გზის არჩევის და დასაბუთების, გუნდში მუშაობის, სწორი კომუნიკაციის და ქცევის მოდელის შერჩევის, სამუშაოს შესრულებისთვის შესაბამისი ტექნიკური/ ტექნოლოგიური რესურსების, მათ შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამების შერჩევისა და გამოყენების უნარები და მზაობა;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების მოტივაცია და უნარი;
- საზღვაო სფეროს და მულტიკულტურული გუნდის ეთიკური თავისებურებების გაცნობიერების და დაცვის მზაობა;
- მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებისა და დამოუკიდებლად შემდგომი განვითარებით საზოგადოებრივ თუ პროფესიულ საქმიანობაში თავისი შესაძლებლობების რეალიზების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
პროგრამის სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება
-
კურსდამთავრებული განიხილავს და განმარტავს საზღვაო-საინჟინრო საქმიანობის შესასრულებლად საჭირო პროცედურებს, წესებს, კონვენციებს, საკანონმდებლო აქტებს, ტექნოლოგიური პროცესების ეფექტიანობის და ხარისხის შეფასების მეთოდებს, ფიზიკური და ქიმიური პროცესების, თერმოდინამიკისა და ჰიდრომექანიკის კომპლექსურ საკითხებს, გემის მთავარი და დამხმარე ენერგეტიკული დანადგარების, ელექტრომწყობილობების, ელექტრონული აპარატურის, ავტომატური მართვის სისტემებისა და დამცავი მოწყობილობების, დამხმარე მექანიზმებისა და სისტემების, სამაშველო და უსაფრთხოების საშუალებების მუშაობის პრინციპებს და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებს.
- კომპლექსურად აფასებს სარემონტო სამუშაოების ობიექტს და ადგენს უწესივრობის მიზეზებს, სარემონტო დოკუმენტაციას, ტექნიკური მომსახურების ორგანიზების მეთოდებს, გემების სხვადასხვა კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობისა და მდგრადობის შეფასების კრიტერიუმებს, სხვადასხვა თვისებების მქონე ლითონების, გამაგრილებელი წყლისა და საწვავ-საპოხი მასალების მომზადების და დამუშავების მეთოდებს.
-
იყენებს სიგნალიზაციისა და დაცვის სისტემებს; მექანიზმების და მანქანების თეორიის, მარტივი მექანიზმების სტრუქტურული, სტატიკური, დინამიკური და კინემატიკური მახასიათებლების, დეტალების სიმტკიცეზე მათემატიკური გაანგარიშების მეთოდებს, სპეციალიზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, საზღვაო ტექნიკური საშუალებების მწარმოებლების მიერ მოწოდებულ ინსტრუქციებს, ელექტრულ სქემებს, ტექნიკურ ნახაზებსა და დიაგრამებს.
- ახორციელებს გემის ენერგეტიკული დანადგარების ეფექტიანრ მართვას და ვახტის გაწევას, მუშა პარამეტრების კონტროლს, მთავარი/დამხმარე მექანიზმებისა და სისტემების ექსპლუატაციას და ტექნიკურ მომსახურებას; საინჟინრო პარამეტრების სინთეზს, კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, ტექნიკური საშუალებების ავარიულ, დროებით და პერმანენტულ შეკეთებას სათანადო ხელსაწყოების, ჩარხებისა და საზომი ინსტრუმენტების და სხვადასხვა საიზოლაციო მასალების გამოყენებით; ხანძრის ან ავარიის შემთხვევაში უსაფრთხოების და პირველადი სამედიცინო დახმარების გადაუდებელ ღონისძიებებს.
- ამყარებს ეფექტიან კომუნიკაციას (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სტანდარტული სასაუბრო ფრაზების გამოყენებით ეკიპაჟის წევრებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან უსაფრთხო და ეფექტური ოპერაციების უზრუნველსაყოფად.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
- სამუშაო გარემოში, შექმნილ გაუთვალისწინებელ პირობებში, გამოწვევებისა და საგანგებო სიტუაციების რისკების შეფასების შედეგად, მოქმედებს გემის ტექნიკური მომსახურებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურებისა და რესურსების გამოყენებით, იღებს პასუხისმგებლობას მიღებულ გადაწყვეტილებაზე და განხორციელებულ ქმედებებზე.
- პროფესიულ საქმიანობაში იყენებს ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარებს და მოქმედებს ეთიკური და სოციალური ნორმების დაცვით, მულტიკულტურული გუნდის/ეკიპაჟის ეთნიკური, კულტურული, სოციალური და სხვ. ღირებულებებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.
- ითვალისწინებს ინოვაციების მნიშვნელობას წარმატებული პროფესიული საქმინობისა და კარიერული წინსვლისთვის და ავლენს დამოუკიდებლად ცოდნის განახლებისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარების უნარს.
დასაქმების სფერო
STCW კონვენციისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გემის ინჟინერ-მექანიკოსის სერტიფიცირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და გემზე მუშაობის აღიარებული სტაჟის და სათანადო მომზადების საფუძველზე კურსდამთავრებულს (გემის ინჟინერ-მექანიკოსს) შეუძლია ეტაპობრივად მოიპოვოს საოკეანო-სავაჭრო გემის სამეთაურო შემადგენლობის გემის მექანიკოსის მორიგი წოდება და დაიკავოს თანამდებობა გემის სავახტო მექანიკოსიდან დაწყებული უფროსი მექანიკოსის ჩათვლით. გემის ინჟინერ-მექანიკოსი შეიძლება დასაქმდეს საზღვაო სავაჭრო, სამგზავრო, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის გემებზე დამხმარე, ექსპლუატაციისა და მართვის დონეზე;
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საზღვაო ტრანსპორტის ან დარგის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში - საერთაშორისო სანაოსნო და საკრუინგო კომპანიები, გემთსარემონტო და სხვა სარემონტო საწარმოებში, საზღვაო ნავსადგურებში, მექანიკური საამქროები და სხვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1400101
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრი საზღვაო ინჟინერიაში
პროფესია: გემის ინჟინერ-მექანიკოსი
პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი (ECTS)
პროგრამის ხელმძღვანელი: კახაბერ ხინთიბიძე, ასოცირებული პროფესორი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა (ინგ.); მათემატიკა ან ფიზიკა
