ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების ინტერნაციონალიზაციაა. უნივერსიტეტი აცნობიერებს განათლების ბაზრის მოთხოვნებს და მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროგრამებში საერთაშორისო გამოცდილების გაძლიერებას, რომელიც მოიცავს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს, საერთაშორისო თანამშრომლობასა და კვლევითი პროექტების განხორციელებას.
ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს, რომელის მთავარი ფუნქციაა გააუმჯობესოს საერთაშორისო ურთიერთობები, ბნუ-ს საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივ სფეროებში ბნუ-ს ინტეგრირება და პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;
უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა
მიზანი: საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია; უცხოელ პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა და მათი გამოცდილების გაზიარებით ბნუ-ში სტაბილური განათლების სისტემის ჩამოყალიბება.
მოსალოდნელი შედეგი: ბნუ-ს ჩართულობა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში; ბნუ-ში უწყვეტის განათლების სისტემის ჩამოყალიბება და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა მსოფლიო ტენდენციებისა და ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით.
პროგრამის რეალიზაციის უზრუნველყოფა: ფინანსური, ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური რესურსები.
სამეცნიერო საქმიანობა - საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება
სამეცნიერო საქმიანობის განვითარება გულისხმობს: დარგობრივ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაძლიერებას და შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებას; პრიორიტეტული მიმართულებებში პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას (სამეცნიერო და დარგობრივ კონფერენციებში, პროექტებში, სხვ. ჩართულობა; სამეცნიერო რეფერირებად რეცენზირებად ჟურნალებში პუბლიკაციების გამოქვეყნება; სამეცნიერო ნაშრომების გამოცემა). პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის წახალისებას; სტუდენტთა საქმიანობის ხელშეწყობა (სტუდენტთა მომზადება კონფერენციებში მონაწილეობისათვის, ნაშრომების მომზადებაში დახმარება, სხვ.). საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პრიორიტეტულია: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სემინარებში, სხვ. ბნუ-ს აკადემიური პერსონალის ჩართულობა, ერთობლივ პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობა, საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების რაოდენობის გაზრდა, უცხოელი პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება და მათი კომერციალიზაციის შესაძლებლობა, ბნუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების (კონფერენციების, ფორუმების, სხვ.) რაოდენობის გაზრდა, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ბნუ-ს ღირსეული პარტნიორის იმიჯის შექმნა.
რეგიონალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია
ბნუ-ს საქმიანობა რეალიზდება რეგიონალიზაციის და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით:
- ბნუ-ს რეგიონალიზაცია გულისხმობს ქვეყნის და რეგიონის მოსახლეობის მოლოდინების და მოთხოვნების შესაბამის საგანმანათლებლო საქმიანობას, ქვეყნის და რეგიონის ბიზნეს-ორგანიზაციებთან, დარგობრივ ორგანიზაციებთან, სამეცნიერო ცენტრებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საზოგადოებასთან და რეგიონის ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობას, რეგიონის ცხოვრების სოციალურ, კულტურულ, სხვა სფეროებში ჩართულობას, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ხელშეწყობას;
- ბნუ ინტერნაციონალიზაციაში მოიაზრებს საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივ სივრცეში ინტეგრირებას, მათ შორის ბნუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და ჰარმონიზაციას უცხოელი პარტნიორი-დაწესებულებების პროგრამებთან, გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, საგანმანათლებლო პროცესში უცხოელი სტუდენტების ჩართულობას, საგანმანათლებლო პროცესში ჩერთულობის, ბნუ-ში ტრენინგების ჩატარების, თანამედროვე ცოდნის და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მიზნით სპეციალისტების მოწვევას, უცხოეთში სტაჟირებებს, საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში ბნუ-ს აკადემიური პერსონალის ჩართულობას და სხვ.
- ინტერნაციონალიზაციას ბნუ განიხილავს როგორც აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის ერთ-ერთ მექანიზმს - საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ბნუ-ს ინტეგრირებით შესაძლებელი ხდება აკადემიური პერსონალის მონაწილეობა პარტნიორი-დაწესებულებების და მათი მონაწილეობით ბნუ-ში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში, საერთაშორისო პროგრამებში/პროექტებში ჩართულობა, თანამედროვე მიდგომების გაცნობა, გაზიარება და სხვ.
