ბაკალავრიატი და მაგისტრატურა
რეგისტრაციის პროცედურა და წარსადგენი დოკუმენტები
- სარეგისტრაციო განცხადება (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე -პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
- 4 ფოტოსურათი 3x4 და ელ.ვერსია (CD/DVD დისკზე);
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
- ბაკალავრიატი - სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
მაგისტრატურა (პროგრამის I ნაწილი) – არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მაგისტრატურა (პროგრამის II ნაწილი) - იმავე პროგრამის I ნაწილი გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი. - უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
- ინგლისური ენის პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/სხვა;
- საზღვაო დარგის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - სამედიცინო შემოწმების ფორმა #100/ა (დედანი), გაცემული უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ.
- ინგლისურენოვანი პროგრამების შემთხვევაში, აუცილებელია ინგლისურ ენაში 50%-იანი ბარიერის გადალახვა.
ბნუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების და გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში, დასაშვებია:
-
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით;
-
საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომლებიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში;
-
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული).
ბნუ-ში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში დასაშვებია:
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
- საქართველოს მოქალაქეებისთვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული);
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე;
- იმ პირისათვის, რომელმაც გადალახა შესაბამისი ზღვარი სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
ბნუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციია:
- პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაში www.vet.emis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად
- აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილვადაში
- რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს სამი სასურველი პროგრამა
- რეგისტრაციისას სარეგისტრაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია აპლიკანტი
- სარეგისტრაციო სისტემაში მცდარი მონაცემების ასახვა შესაძლოა გახდეს აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი
- შერჩევის პერიოდი და სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
- აპლიკანტთა შერჩევა გულისხმობს პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა შეფასებას
- შერჩევა ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი პროგრამის არსებობის შემთხვევაში ამ პროგრამის ენაზეც
- შეფასება ტარდება ბნუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით
- აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება ბნუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტესტირების ან/და გასაუბრების საფუძველზე
- ბნუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის მიერ შერჩევის ფორმა თითოეული მიღებისთვის, ან/და პროგრამისთვის განისაზღვრება ბნუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შემდეგ, პროფესიულმა სტუდენტებმა მიმღებ კომისიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება ბნუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელზე (ივსება ადგილზე);
- დოკუმენტი განათლების შესახებ-ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი;
- დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
- ჯანმრთელობის ცნობა ,,ფორმა 100" (მისამართი - ზ. გორგილაძის ქუჩა №91. მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ,,საგიტარიუსი");
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 3 ცალი ქსეროასლი;
- 4 ცალი ფოტოსურათი ¾ ფორმატის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
- საბუთი სამხედრო მიწერის შესახებ არსებობის შემთხვევაში.
