კვლევების ცენტრის შესახებ

კვლევების ცენტრი ბნუ-ში კვლევის მენეჯმენტს ახორციელებს. კვლევების მხარდაჭერის მიზნით, ცენტრი ეხმარება უნივერსიტეტის თანამშრომლებს დაფინანსების მოპოვებაში, ხელს უწყობს ბნუ-ში ინოვაციურ ცოდნაზე, ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.

ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:

  • ბნუ-ს სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის, საგანმანათლებლო პროცესში სამეცნიერო და დარგობრივი კვლევების შედეგების და თანამედროვე ცოდნის გამოყენების, ახალი ცოდნის შექმნის და გავრცელების ხელშეწყობა;
  • საერ­თაშორისო სივრცეში ბნუ-ს ინტეგ­რი­რე­ბის და ბნუ-ს საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწ­ყო­­ბა და ბნუ-სთვის პრიორიტეტულ მიმართულებებში საქმიანობის განვითარება, ფუნდამენტური ან/და გამო­ყე­ნებითი კვლევების და პრაქტიკული პროექტების განხორციელება;
  • მეცნიერთა და მკვლევართა ახალგაზრდა თაობის მომზადების ხელშეწყობა;
  • ბნუ-ს პერსონალის და სტუდენ­ტე­ბის სამეცნიერო-კვლევითი პოტენ­ცი­ა­ლის გან­ვითარების ხელშეწყობა;
  • ცენტრის და მისი პარტნიორების შესაძლებლობების კონსოლიდაცია, ცენტრის და მისი პარტნიორების მიღწევების კომერციალიზაციის ხელშეწყობა;
  • ცენტრის საქმიანობის მიმართულებების შესაბამისად დაინტერესებული მხარეებისთვის საკონსულტაციო დახმარების გაწევა (საჭიროებისამებრ).

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: +995 (579) 46 67 76

ელ.ფოსტა: science@bnu.edu.ge