მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სპეციალიზირებული ლაბორატორიებით, კაბინეტებით, საზღვაო სიმულატორებითა და ტრენაჟორებით. თანამედროვე სიმულატორებით ცენტრის დაპროექტება განახორციელა მსოფლიოში ცნობილმა, სიმულატორების მწარმოებელმა კომპანიამ „TRANSAS“ (Wartsila).

ცენტრში დამონტაჟებულია შემდეგი სიმულატორები:

  • სანავიგაციო ხიდურის სიმულატორი - NTPro 6 ver.6.02 Simulator Full Mission Navigational Bridge
  • სანავიგაციო ხიდურის სიმულატორი - NTPro 6 ver. 6.02 Simulator ECDIS/Radar/ARPA Small Bridge
  • რადიოლოკაციური სისტემის სიმულატორი - RADAR/ARPA Module Simulator
  • სამანქანე განყოფილების სიმულატორი - Technological Simulator Engine-Room Simulator (ERS) TechSim 9 Full Mission
  • კავშირგაბმულობის გლობალური საზღვაო სისტემის სიმულატორი - GMDSS Simulator (TGS) 5000 v8.5
  • თხევადი ტვირთების სიმულატორი - Technological Simulator Liquid Cargo Handling Simulator (LCHS) 5000

აგრეთვე, ცენტრში მოქმედებს სანაპირო ხანძარსაწინააღო ტრენაჟორი (Shore-Based Fire Fighting Simulator), სამაშველო ნავის ტრენაჟორი (Lifeboat Simulator), რომელიც დამონტაჟებულია სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტა“-ზე და საცურაო აუზი, სადაც ხორციელდება პირადი გადარჩენის მეთოდებისა და სამაშველო საშუალებების მართვის წვრთვნების ჩატარება.