საზღვაო ნავიგაცია

მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესების გათვალისწინებით და საზღვაო დარგში მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია საზღვაო სფეროს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ დაწესებული ნორმების, ეროვნული კანონმდებლობის და საგანმანათლებლო სტანდარტის გათვალისწინებით საზღვაო დარგის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების, მათ შორის გემის ნავიგატორების მომზადებას.

პროგრამის მიზანი

საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მომზადდეს სა­ერ­თა­შო­რისო/ადგილობრივ საგანმანათლებლო და შრომის ბა­ზა­რ­ზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი და STCW კონვენციის რეგლამენ­ტე­ბით და­დ­გე­ნილი კომ­­პე­ტენ­ციე­ბით აღჭურვილი კონკურენტუნარიანი, პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი (გემის ნავიგატორი) რომელსაც ექნება:

  • პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი STCW კონვენციის რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისი თეორიული ცოდნა და გემის ნავიგატორის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების პრაქტიკული უნარები, პროფესიის და შესასრულებელი ვალდებულებების სპეციფიკის გაცნობიერების, პრობლემის შეფასება-ანალიზის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების, ოპერატიულად და დადგენილი სტანდარტების/წესები­ს შესაბამისად მოქმედების უნარები, ასევე სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებაზე და გემზე მყოფ ადამიანებზე პასუხისმგებლობა;
  • დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით სიტუაციის/ინფორმაციის/მონაცემების შეფასება-ანალიზი შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, ტექნიკური, ისე პროფესიული, სოციალური ან/და ეთიკური პრობლემების გამომწვევი მიზეზების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების და შესაძლო რისკების იდენტიფიცირების, კომპლექსური, რთული/გაუთვალისწინებელი პრობლემების შეფასება-ანალიზის, გადაჭრის სწორი გზის არჩევის და დასაბუთების, გუნდში მუშაობის, სწორი კომუნიკაციის და ქცევის მოდელის შერჩევის, სამუშაოს შესრულებისთვის შესაბამისი ტექნიკური/ტექნოლოგიური რესურსების, მათ შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამების შერჩევისა და გამოყენების უნარები;
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების მოტივაცია და თვითგანვითარების უნარი;
  • საზღვაო სფეროს და მულტიკულტურული გუნდის ეთიკური თავისებურებების გაცნობიერების და დაცვის უნარი;
  • უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე (მაგისტრატურაში) სწავლის გაგრძელების, საზოგადოებრივ თუ პროფესიულ საქმიანობაში თავისი შესაძლებლობების რეალიზების და კარირული წინსვლის შესაძლებლობა.

პროგრამის სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება

  • კურსდამთავრებული განმარტავს საზღვაო ნავიგაციასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, ტერმინოლოგიას, ტექნიკას, სანავიგაციო დამხმარე საშუა­ლე­ბების, სიმბოლოების და სქემების მნიშვნელობას უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფისთვის.
  • აღ­წერს საერთაშორისო საზღვაო კონვენციებს, რეგულაციებს და უსაფრთხოების პროცედურებს, რომლებიც არეგულირებენ საზღვაო ოპე­რაციებს, გემის მფლობელის, ეკიპაჟისა და მგზავრების უფლებებსა და პასუხისმგებლობებს, მათ შორის, გემების შეჯახების თავიდან აცილება, სანავიგაციო შუქები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროტოკოლები, გარემოს დაცვა და სხვა.

უნარები

  • აანალიზებს სანავიგაციო მონაცემებს, გარემო ფაქტორებს, გემის მდგრადობის მახასიათებლებს, ტვირთის განთავსებისა და მართვის პრინ­ცი­პებს, გემის ტექნიკური მდგომარეობისა და ტექნიკური მომსახურების ძირითად ასპექტებს, გემის ტექნიკურ მახასიათებლებსა და მარეგუ­ლი­რე­ბელ მოთხოვნებს პოტენციური საფრთხის გამოსავლენად და რეისის დაგეგმვის შესახებ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
  • ქმნის რეისის გეგმას ციური ნავიგაციის, ელექტრონული სანავიგაციო სისტემების და მეტეოროლოგიის ცოდნის ინტეგრირებით.
  • კომპლექსურად აფასებს ნავიგაციის სტრატეგიების ეფექტურობას გემის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და საზღვაო რეგულაციების დაცვის უზრუნველსაყოფად.
  • ამყარებს ეფექტიან კომუნიკაციას (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სტანდარტული სასაუბრო ფრაზების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით სანავიგაციო საკითხებთან დაკავშირებით ეკიპაჟის წევრებთან, ნავსადგურებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან უსაფრთხო ნავიგაციისა და  ეფექტური ოპერაციების უზრუნველსაყოფად.
  • იყენებს სამძებრო-სამაშველო პროცედურებს როგორც ზღვაზე საგანგებო სიტუაციებში, ასევე ხანძრის ჩაქრობის, სამედიცინო გადაუდებელი შემთხ­ვე­ვების, დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის მიზნით.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

  • სამუშაო გარემოში, შექმნილ გაუთვალისწინებელ პირობებში, სანავიგაციო გამოწვევებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის ტვირთის არასწორი განთავსებით ან გადანაწილებით გამოწვეული რისკების შეფასების შედეგად, მოქმედებს გემის ტექნიკური მომსახურებისა და უსაფრთხო ექსპ­ლუატაციის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურებისა და რესურსების გამოყენებით, იღებს პასუხისმგებლობას მიღებულ გადაწყვეტილებაზე და გან­ხო­რციელებულ ქმედებებზე.
  • პროფესიულ საქმიანობაში და საზღვაო ოპერაციებისას კოლეგებთან მუშაობის პროცესში იყენებს ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარებს და  მოქმედებს ეთიკური და სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მების დაცვით, მულტიკულტურული გუნდის/ეკიპაჟის ეთ­ნი­კუ­რი, კულტუ­რული, სოციალური და სხვ. ღირებულებებისა და თა­ვი­სე­ბუ­რებების გათვალისწინებით.
  • ითვალისწინებს ინოვაციების მნიშვნელობას წარმატებული პროფესიული საქმინობისა და კარიერული წინსვლისთვის და ავლენს დამოუკი­დებლად ცოდნის განახლებისა და პრო­ფე­სი­ული კომპეტენციების განვითარების უნარს.

დასაქმების სფერო

STCW კონვენციისა და „მეზღვაურ­თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის თანახმად გემის ნავიგატორის სერ­­ტი­ფი­­ცი­რე­ბის მოთხოვნათა დაკ­მა­ყო­ფილებისა და გემზე მუშაობის აღია­­­რებული სტაჟის და სა­თა­­ნადო მომ­ზა­დების საფუძველზე პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ეტა­პო­ბ­­რი­ვად მოი­პო­ვოს საოკეა­ნო-სავაჭრო გემის სამე­თაუ­რო შემადგენლობის გემის ნავიგატორის მო­რი­გი წოდება და დაიკავოს თანამდებობა გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწიდან დაწყებული გემის კაპიტ­ნის ჩათვლით. პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საზღვაო სავაჭრო, სამგზავრო, თევზ­სა­ჭერ, ნავ­სა­დ­გუ­რის დამხმარე ფლო­ტის და სხვ. გემებზე დამხმარე, ექსპლუატაციისა და მართვის დონეებზე.

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საზღვაო ტრანსპორ­ტის სფეროსთან დაკავშირე­ბუ­ლ სა­ხელმწიფო ან კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებში - საერ­თა­შო­რი­სო სა­ნა­ოს­­ნო და საკრუინგო კომპა­ნი­­ებ­ში, გემთსა­რე­მონტო და სხვა სარემონტო სა­წარ­მო­ე­ბ­ში, საზღვაო ნავსად­გუ­რე­ბ­ში, მექა­ნი­კურ საამ­ქროებში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1400105

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: საზღვაოსნო მეცნიერების ბაკალავრი

პროფესია: გემის ნავიგატორი

პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი (ECTS)

პროგრამის ხელმძღვანელი: გიორგი გაბედავა, პროფესორი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა; მათემატიკა, გეოგრაფია ან ფიზიკა