სიახლეები (RU) Back

ბნსუ-ს მონაწილეობა საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში (RU)

21 ოქტომბერი 2022

2022 წლის 19-21 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობს საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში, როგორც წევრი უნივერსიტეტი.

20 ოქტომბერს, გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა პლენარული სესია, სადაც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პარმენ ხვედელიძე და რექტორის მეორე მოადგილე გიორგი გაბედავა დაჯილდოვდნენ მადლობის სერტიფიკატებით, ასოციაციის კვლევითი პროექტების საბოლოო ანგარიშებისა და აპლიკაცების შეფასების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.