სიახლეები (RU) Back

ღია კარის დღე ქობულეთში (RU)

11 თებერვალი 2023
2023  წლის 8 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქობულეთში, N6 სკოლის მოსწავლეებთან. პროფესორმა, ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნათია მიქელთაძემ მოსწავლეებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც უნივერსიტეტი სთავაზობს აბიტურიენტებს 2023 წელს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღია კარის დღე ბნსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დაიგეგმა.   ღია კარის დღე ქობულეთში