ღია კარის დღე ქობულეთში
8 თებერვალი 2023
2023 წლის 8 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქობულეთში, N6 სკოლის მოსწავლეებთან.
პროფესორმა, ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნათია მიქელთაძემ მოსწავლეებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც უნივერსიტეტი სთავაზობს აბიტურიენტებს
2023 წელს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღია კარის დღე ბნსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დაიგეგმა.
ღია კარის დღე ქობულეთში
