ლექცია დუბროვნიკის უნივერსიტეტში (RU)
19 აპრილი 2023
2023 წლის 19 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივესრიტეტის რექტორის მეორე მოადგილემ საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ ლექცია ჩაუტარა დუბროვნიკის უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანამანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
ლექციებს ბნსუ-ს სამი სტუდენტიც ესწრებოდა, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სესმესტრში დუბროვნიკის უნივერსიტეტში ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან.
ლექციების ციკლი დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
