სიახლეები უკან

ლექცია დუბროვნიკის უნივერსიტეტში

19 აპრილი 2023
2023 წლის 19 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივესრიტეტის რექტორის მეორე მოადგილემ საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ ლექცია ჩაუტარა დუბროვნიკის უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანამანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. ლექციებს ბნსუ-ს სამი სტუდენტიც ესწრებოდა, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სესმესტრში დუბროვნიკის უნივერსიტეტში ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან. ლექციების ციკლი დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.