სიახლეები (RU) Back

საკონტეინერო გადაზიდვების ფრანგულ კომპანია CMA CGM-ის წარმომადგენლებს (RU)

29 მარტი 2023
2023 წლის 28 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა საკონტეინერო გადაზიდვების ფრანგულ კომპანია CMA CGM-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა ბნსუ-ს რექტორმა - პარმენ ხვედელიძემ; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - ლალი ხვედელიძემ; რექტორის მოადგილეებმა - გელა გვარიშვილმა და გიორგი გაბედავამ.  CMA CGM არის კონტეინერების ტრანსპორტირების ფრანგული კომპანია. ის მსოფლიოში სიდიდით მე-3 კომპანიაა რომელიც, დაახლოებით 160 ქვეყანაში ოპერირებს და მის მფლობელობაში 593 გემია. ვიზიტის მიზანი ბნსუ-სთან თანამშრომლობის დაწყება და საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების პრაქტიკით უზრუნველყოფა იყო. შეხვედრის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბნსუ-ს მატერიალურ ტექნიკური ბაზა და შეხვდნენ ბნსუ-ს სტუდენტებს. კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიის შესახებ და გააცნეს ის შესაძლებლობები, რასაც სტუდენტებს კომპანია სთავაზობს. საქართველოში CMA CGM უკვე წლებია თანამშრომლობს კომპანია „Lucent Maritime”-თან.