კომპანია CMA CGM-ის წარმომადგენლებს ვიზიტი ბნსუ-ში
29 მარტი 2023
2023 წლის 28 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა საკონტეინერო გადაზიდვების ფრანგულ კომპანია CMA CGM-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა ბნსუ-ს რექტორმა - პარმენ ხვედელიძემ; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - ლალი ხვედელიძემ; რექტორის მოადგილეებმა - გელა გვარიშვილმა და გიორგი გაბედავამ.
CMA CGM არის კონტეინერების ტრანსპორტირების ფრანგული კომპანია. ის მსოფლიოში სიდიდით მე-3 კომპანიაა რომელიც, დაახლოებით 160 ქვეყანაში ოპერირებს და მის მფლობელობაში 593 გემია.
ვიზიტის მიზანი ბნსუ-სთან თანამშრომლობის დაწყება და საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების პრაქტიკით უზრუნველყოფა იყო.
შეხვედრის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბნსუ-ს მატერიალურ ტექნიკური ბაზა და შეხვდნენ ბნსუ-ს სტუდენტებს. კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიის შესახებ და გააცნეს ის შესაძლებლობები, რასაც სტუდენტებს კომპანია სთავაზობს.
საქართველოში CMA CGM უკვე წლებია თანამშრომლობს კომპანია „Lucent Maritime”-თან.
