სამუშაო ვიზიტი ბნსუ-ში (RU)
24 ივნისი 2023
2023 წლის 19-23 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ERASMUS+ კოორდინატორი ექრემ გერდე სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრათან შეხვედრა გამართა ბნსუ-ს რექტორის მეორე მოადგილემ საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო მიმართულებით - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ.
ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები.
ბნსუ-სა და სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ბნსუ-ს სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის გაცვლას ახორციელებს სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტთან.
აღნიშნული შეხვედრა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
