სიახლეები უკან

სამუშაო ვიზიტი ბნსუ-ში

23 ივნისი 2023
2023 წლის 19-23 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ERASMUS+ კოორდინატორი ექრემ გერდე სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრათან შეხვედრა გამართა ბნსუ-ს რექტორის მეორე მოადგილემ საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო მიმართულებით - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ. ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ბნსუ-სა და სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ბნსუ-ს სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის გაცვლას ახორციელებს სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აღნიშნული შეხვედრა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.