სიახლეები (RU) Back

სამუშაო ვიზიტი ხორვატიაში (RU)

25 აპრილი 2023
2023 წლის 25 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სამუშაო ვიზიტით სპლიტის (ხორვატია) უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე იმყოფება.
  • ვიზიტის ფარგლებში რექტორის მოადგილემ შეხვედრა გამართა საზღვაო ფაკულტეტის დეკანთან, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით რექტორის მოადგილესთან, ERASMUS+ კოორდინატორთან და ტრეინინგ ცენტრის ხელმძღვანელთან.
  • შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და ხელი მოაწერეს ERASMUS+ ინტერ-ინსტიტუციონალურ ხელშეკრულებას.
  • ვიზიტის დასასრულს გიორგი გაბედავამ დაათვალიერა მასპინძელი უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.