სიახლეები (RU) Back

სამუშაო ვიზიტი მონტენეგროს უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე (RU)

27 აპრილი 2023

2023 წლის 26 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ასოცირებული პროფესორი - გიორგი გაბედავა სამუშაო ვიზიტით მონტენეგროს უნივერსიტეტის (მონტენეგრო) საზღვაო ფაკულტეტზე იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში რექტორის მოადგილემ შეხვედრა გამართა საზღვაო ფაკულტეტის დეკანთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმოადგენელთან და კვლევითი, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის უფროსთან.

შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და დაგეგმეს ერთობლივი პროექტები.

ვიზიტის დასასრულს გიორგი გაბედავამ დაათვალიერა მასპინძელი უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.