სიახლეები (RU) Back

სასტუმრო "შერატონ ბათუმში" საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ყოველწლიური გენერალური ასამბლეის მონაწილეების მიღება გაიმართა. (RU)

20 ოქტომბერი 2022
2022 წლის 18 ოქტომბერს, სასტუმრო "შერატონ ბათუმში" საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ყოველწლიური გენერალური ასამბლეის მონაწილეების მიღება გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პარმენ ხვედელიძე, კანცლერი, ლალი ხვედელიძე და რექტორის მოადგილეები, გელა გვარიშვილი და გიორგი გაბედავა დაესწრნენ.  საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IAMU) 22-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეის (AGA) ორგანიზატორი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაა. წელს იგი საქართველოში პირველად ტარდება. IAMU  მსოფლიოში 36  ქვეყნის 68 უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს. მისი საპატიო წევრები არიან მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტი (WMU) და ნიპონის ფონდი.