საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) საერთაშორისო კონფერენცია (RU)
2022 წლის 16-17 თებერვალს საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას დაესწრო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და ამ მხრივ ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საზღვაო რეგიონების კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძემ გახსნა.
კონფერენციაში მონაწილეობა ათამდე ქვეყნის (საბერძნეთი, იტალია, ინგლისი, ესპანეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, მოლდოვა, რუმინეთი და თურქეთი) წარმომადგენელმა მიიღო, ასევე კონფერენციაში მონაწილეობდა ევროპული ინსტიტუციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა:
- ლურჯი ეკონომიკა;
- ევროპული მმართველობა:
- ენერგეტიკა;
- კლიმატის ცვლილებები;
- საზღვაო და კულტურული ტურიზმი;
- ახალგაზრდული მეწარმეობის გაძლიერება.
ხოლო, 2022 წლის 18 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) აღმასრულებელი მდივანი სტავროს კალონომოსი. იგი შეხვდა ბნსუ-ს რექტორის მოადგილეს, კანცლერს და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე გამართეს დისკუსია.
