სიახლეები (RU) Back

სემინარი „პროფესიული განათლების ERASMUS+ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობები“ (RU)

21 დეკემბერი 2023
2023 წლის 20 – 22 დეკემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებულi პროფესორi გიორგი გაბედავა მონაწილეობს საერთაშორისო სემინარში „პროფესიული განათლების ERASMUS+ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობები“. სემინარი საქართველოს ERASMUS+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სულაშვილმა გახსნა, სადაც ისაუბრა ეროვნული ოფისის როლზე აღნიშნულ პროცესთან მიმართებით. სემინარი სპეციალურად მორგებულია პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე ჩაერთოს ERASMUS+ პროგრამაში და მიიღოს სარგებელი აღნიშული პროგრამიდან. სემინარის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი თემები:
  • ერაზმუს+ პროგრამა და მისი დაფინანსების მექანიზმები;
  • ინკლუზია და მრავალფეროვნება ერაზმუს+ პროექტებში;
  • ანგარიშგება და ბიუჯეტის განვითარება ერაზმუს+ პროექტებში;
  • ამჟამინდელი დაფინანსების შესაძლებლობები ერაზმუს+ პროგრამაში;
  • ერაზმუს+-ის დაფინანსებისა და განაცხადის პროცესის სამართლებრივი ჩარჩო.
აღნიშნული სემინარი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს საშუალებას, გაიღრმავონ ცოდნა ERASMUS+ პროგრამის შესახებ და გამოიკვლიონ მისი შესაძლო სარგებელი დაწესებულებებისთვის და მსმენელებისთვის.