სემინარი „პროფესიული განათლების ERASMUS+ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობები“
21 დეკემბერი 2023
2023 წლის 20 – 22 დეკემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებულi პროფესორi გიორგი გაბედავა მონაწილეობს საერთაშორისო სემინარში „პროფესიული განათლების ERASMUS+ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობები“.
სემინარი საქართველოს ERASMUS+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სულაშვილმა გახსნა, სადაც ისაუბრა ეროვნული ოფისის როლზე აღნიშნულ პროცესთან მიმართებით.
სემინარი სპეციალურად მორგებულია პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე ჩაერთოს ERASMUS+ პროგრამაში და მიიღოს სარგებელი აღნიშული პროგრამიდან.
სემინარის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი თემები:
- ერაზმუს+ პროგრამა და მისი დაფინანსების მექანიზმები;
- ინკლუზია და მრავალფეროვნება ერაზმუს+ პროექტებში;
- ანგარიშგება და ბიუჯეტის განვითარება ერაზმუს+ პროექტებში;
- ამჟამინდელი დაფინანსების შესაძლებლობები ერაზმუს+ პროგრამაში;
- ერაზმუს+-ის დაფინანსებისა და განაცხადის პროცესის სამართლებრივი ჩარჩო.
