სიახლეები (RU) Back

შეხვედრა დუბროვნიკის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან (RU)

25 აპრილი 2023

2023 წლის 21 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივესრიტეტის რექტორის მეორე მოადგილემ საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ და ISO ხარისხის მენეჯერმა ოთარ ცინცაძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს დუბროვნიკის უნივერსიტეტის (ხორვატია) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ბნსუ-ს წარმომადგენლები გაეცნენ მასპინძელი უნივერსიტეტის ხარისხის სისტემას.

 აღნიშნული შეხვედრა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.