შეხვედრა დუბროვნიკის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან (GE)
21 აპრილი 2023
2023 წლის 21 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივესრიტეტის რექტორის მეორე მოადგილემ საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ და ISO ხარისხის მენეჯერმა ოთარ ცინცაძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს დუბროვნიკის უნივერსიტეტის (ხორვატია) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ბნსუ-ს წარმომადგენლები გაეცნენ მასპინძელი უნივერსიტეტის ხარისხის სისტემას.
აღნიშნული შეხვედრა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
