სიახლეები (RU) Back

შეხვედრა პლაგიატთან დაკავშირებით (RU)

19 თებერვალი 2024
2024 წლის 19 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, რომელზედაც განხილულ იქნა აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის აღმომჩენი სისტემის - Turnitin-ის გამოყენების ეფექტურობის საკითხები. ბნსუ-ს კვლევების ცენტრის პროექტების მენეჯერმა გიორგი აბაშიძემ წარმოადგინა მოხსენება ბნსუ-ში Turnitin-ის გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მექანიზმების თაობაზე. ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმღვანელმა, პროფესორმა ნ.მიქელთაძემ ისაუბრა ბნსუ-ში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მექანიზმებსა და პრინციპებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ბნსუ-ს აკადემიური პირები და მოწვეული სპეციალისტები, ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომლის მსვლელობაშიც აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა გააზიარა თავისი მოსაზრებები პლაგიატის აღმომჩენი სისტემის გამოყენებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებთან დაკავშირებით.