შეხვედრა პლაგიატთან დაკავშირებით
19 თებერვალი 2024
2024 წლის 19 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, რომელზედაც განხილულ იქნა აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის აღმომჩენი სისტემის - Turnitin-ის გამოყენების ეფექტურობის საკითხები.
ბნსუ-ს კვლევების ცენტრის პროექტების მენეჯერმა გიორგი აბაშიძემ წარმოადგინა მოხსენება ბნსუ-ში Turnitin-ის გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მექანიზმების თაობაზე.
ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმღვანელმა, პროფესორმა ნ.მიქელთაძემ ისაუბრა ბნსუ-ში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მექანიზმებსა და პრინციპებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბნსუ-ს აკადემიური პირები და მოწვეული სპეციალისტები, ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომლის მსვლელობაშიც აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა გააზიარა თავისი მოსაზრებები პლაგიატის აღმომჩენი სისტემის გამოყენებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებთან დაკავშირებით.
